ფეხბურთი

12:41 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" გოლების წვიმა თურქეთში

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" 1997 წელს დაბადებულთა გუნდი თურქეთში, სიდეში გადის შეკრებას. ეს ის გუნდია, რომელმაც დეკემბერში "ბენდელაზე" გამართული ოთხთა ტურნირი ("სალერის თასი") მოიგო, სადაც ესპანური "მალაგა", ჰოლანდიური "ვიტესი" და თბილისის "ლოკომოტივი" მონაწილეობდნენ.
"საბურთალომ" თურქეთში ორი მატჩი ჩაატარა: 4:0 სძლია "სერიქასპენდოსსფორის" 19-წლამდელთა გუნდს, ხოლო "ანთალიასფორის" 17-წლამდელები 14:0 გაანადგურა.
დღეს კი "საბურთალო" შვეიცარიული "იანგ ბოიზის" ახალგაზრდებს ეთამაშება. "საბურთალოს" ამ ასაკის გუნდს დავით კევლიშვილი წვრთნის, ასისტენტი კი გიორგი ჭელიძეა.

თეგებისაბურთალო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122973