ფეხბურთი

16:45 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” გენერალური სპონსორი “ვი თი ბი” იქნება

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” გენერალური სპონსორი ბანკი “ვი თი ბი” გახდება. ამის შესახებ “საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

“საბურთალოსა” და “ვი თი ბის” შორის სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი 9 დეკემბერს, 13 საათზე სტადიონ “ბენდელას” საპრესკონფერენციო დარბაზში მოეწერება.

ამის შემდეგ, “საბურთალოსა” და “ვი თი ბის” ხელმძღვანელების პრესკონფერენცია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში “საბურთალო” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის B ზონაში ასპარეზობს, სადაც 14 გუნდში მე-8 ადგილი უკავია.

0.100742