ფეხბურთი

13:49 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალომ” გიორგი მამუჩიშვილი დაიმატა

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე “საბურთალომ” მიმდინარე სეზონის ბოლომდე ნახევარმცველი გიორგი მამუჩიშვილი დაიმატა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” პრესსამსახური იუწყება.

23 წლის მამუჩიშვილს თბილისის “დინამოსა” დ ცხინვალის “სპარტაკში” უთამაშია, ხოლო ბოლო გორის “დილაში” ირიცხებოდა. ის, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებშიც გამოდიოდა, რომელსაც გერმანელი ჰერბერტ ცანკერი წვრთნიდა.

“საბურთალოში” ხელმძღვანელებს ფეხბურთისადმი სწორი მიდგომა აქვთ. ყველა თავისი საქმის პროფესიონალია. ასევე, გამართულად მუშაობს მენეჯმენტი. რამდენიმე დღეა რაც გუნდთან ერთად ვიმყოფები, სითბოსა და ყურადღებას ვგრძნობ. გუნდს დიდი მომავალი აქვს. ვეცდები, ხელმძღვანელებისა და მწვრთნელების ნდობა გავამართლო და კლუბს დასახული მიზნების განხორციელებაში დავეხმარო” – იუწყება მამუჩიშვილის სიტყვებს “საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდი.


0.112891