ფეხბურთი

17:17 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალომ” არველაძე “ზესტაფონში” გაანათხოვრა

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” აღზრდილი ანრი არველაძე სეზონის ბოლომდე იჯარით “ზესტაფონში” ითამაშებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “საბურთალოელთა” პრესატაშემ კახა მგელაძემ აცნობა.

არველაძე 18 წლისაა და ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია. მიმდინარე სეზონში, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში “საბურთალოს” რიგებში ერთი თამაში ჩაატარა. ის “ზესტაფონში” მაისამდე დარჩება და თუ გუნდის მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს თავს მოაწონებს, სრულფასოვან კონტრაქტსაც გაუფორმებენ.

0.125089