ფეხბურთი

12:42 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” ყაზახებს დაუზავდა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა “საბურთალომ” მორიგი ამხანაგური მატჩი ყაზახეთის პირველი ლიგის “გეფესტ ყარაგანდასთან” ჩაატარა, რომელიც 2:2 დასრულდა.

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, თემურ შალამბერიძემ გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:

ქურდაძე, ბარამიძე, მარგველაშვილი, ჩომახიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი, ხარაიშვილი, წივილაშვილი, გოშთელიანი, წოწონავა.

ტრავმების გამო თანაგუნდელებს ვერ ეხმარებოდნენ: ჩაბრაძე, ლორენცო, ტაბიძე, მენთეშაშვილი და ხორხელი.

პირველ ტაიმში “საბურთალო” წივილაშვილისა და გოშთელიანის გოლებით დაწინაურდა. შესვენებამდე, ყაზახებმა ერთი ბურთი თერთმეტმეტრიანიდან გაქვითეს. შესვენების მერე, ყარაგანდელებმა თბილისელთა კარი კიდევ ერთხელ აიღეს და გუნდები დაზავდნენ.

22 თებერვალს “საბურთალო” საკონტროლო შეხვედრას რუსეთის მეორე დივიზიონის “დოლგოპრუდნისთან” ჩაატარებს, ხოლო 23-ში თბილისში დაბრუნდება.

ფოტო fcsaburtalo.ge

0.111149