ფეხბურთი

19:21 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

საბრი ლამუში კოტდივუარელთა საბოლოო სიას 2 ივნისს იტყვის

კოტდივუარის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საბრი ლამუშმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 28-კაციანი სია დაასახელა, საიდანაც 23 მოთამაშეს შეარჩევს.

ინტერნეტპორტალ sportsmole.co.uk-ის ინფორმაციით, ლამუშმა ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები მიიწვია:

მეკარეები: ბუბაქარ ბარი (“ლოკერენი”, ბელგია), ბადრა ალი სანგარე (“ასეკი”), მანდე საიუბა (“სტაბეკი”, ნორვეგია), სილვენ გბოხუო (“სან პედრო”).

მცველები: სერგეი ორიერი, ჟან დანიელ აკპა-აკპრო (ორივე “ტულუზა”, საფრანგეთი), სოლ ბამბა (“ტრაბზონსფორი”, თურქეთი), კონსტანტ ჯაკპა (“აინტრახტი”, გერმანია), არტურ ბოკა (“შტუტგარტი”, გერმანია), დიდიე ზოკორა, კოლო ტურე (ორივე “ლივერპული”, ინგლისი), ჯა ჯეჯე (“მარსელი”, საფრანგეთი), უსმან ვიერა (“რიზესფორი”, თურქეთი), ბრუ ანგუა (“ვალანსიენი”, საფრანგეთი).

ნახევარმცველები: იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), სერეი დიე (“ბაზელი”, შვეიცარია) , შეიხ ტიოტე (“ნიუკასლი”, ინგლისი), ისმაელ დიომანდე (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი), რომარიკი (“ბასტია”, საფრანგეთი), დიდიე ია კონანი (“ჰანოვერი”, გერმანია).

თავდამსხმელები: დიდიე დროგბა (“გალათასარაი”, თურქეთი), ლასინა ტრაორე (“მონაკო”, საფრანგეთი), ჯოვანი სიუ (“ბაზელი”, შვეიცარია), ვილფრიდ ბონი (“სუონსი”, ინგლისი), სეიდუ დუმბია (ცსკა, რუსეთი), სალომონ კალუ (“ლილი”, საფრანგეთი), ჟერვინიო (“რომა”, იტალია), მაქს გრადელი (“სენტ-ეტიენი”, საფრანგეთი).

ლამუში კოტდივუარის ნაკრების 23-კაციან შემადგენლობას 2 ივნისს დაასახელებს.

0.115789