5 მარტს, ბილიარდის კლუბმა “უნივერსმა” ჟურნალისტთა ლიგის მეორე ეტაპს უმასპინძლა. ფესტივალ “ნიამორის” ორგანიზატორთა მიერ წამოყებული ახალი შეჯიბრი თვეში ერთხელ ტარდება. წლის ბოლოს, ყველა შედეგის დაჯამებით, უძლიერესი მასმედიელი მობილიარდე და საუკეთესო გუნდი უნდა გამოვლინდეს.
შეგახსენებთ, პირველი ეტაპი, რომელიც ერთი თვის წინ, “უნივერსშივე” გაიმართა, ინტერნეტ-ტელევიზიის წარმომადგენელის, დავით გოჩიაშვილისა და “რუსთავი2”-ის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. დღეს კი, ინდივიდუალურ პირველობაში ყველას “რუსთავი2”-ის პროდიუსერმა, დუდუ კურდღელიამ აჯობა, ხოლო გუნდურში – ტელეკომპანია “მაესტრომ”.







