არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია, შესაძლოა, ინგლისურ "ლიდსის" თავკაცი გახდეს. "ლიდსი" ამჯერად უმწვრთნელოდაა და კლუბის მეპატრონე მასიმო ჩელინო ოპტიმალური ვარიანტის ძიებაში იყო – მას სურს, რომ საბელია ჩაიყვანოს კლუბში.
საბელიასთვის ინგლისური ფეხბურთი უცხო არაა: ის 1978-1981 წლებში თამაშობდა "შეფილდ იუნაიტედსა" და ასევე, "ლიდსში".
"ლიდსი", რომელიც მდიდარი ისტორის მქონე კლუბია და ბოლოს კარგი პერიოდი 1999-2003 წლებში ჰქონდა, ამჟამად ჩემპიონშიპში გამოდის და 6 ტურის შემდეგ, მე-19 ადგილზეა.
ილია კახელიშვილი