ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრას ქობულეთის “შუქურა” დანაკლისით შეხვდა. გასულ ტურში ზესტაფონში მიღებული ტრავმის გამო გუნდს კარგა ხნით გამოაკლდა თორნიკე თუხარელი, რომლის გასამხნევებლადაც “შუქურას” ფანებს “ჩელე არენაზე” ბანერიც კი ჰქონდათ გამოფენილი. ამას დაემატა ისიც, რომ მოწამვლის გამო ძირითად თერთმეტეულში ვერ მოხვდა გიორგი ჩელებაძე, რომელიც მოგეხსენებათ ქობულეთელთა გუნდის ლიდერი გახლავთ. არადა, ზესტაფონში ნათამაშები ფრეს შემდეგ, “შუქურას” ბუნებრივი ამბიცია ჰქონდა, საკუთარ სტადიონზე დაემარცხებინა “სამტრედია”. თავის მხრივ იმერლებსაც ჰქონდათ საკუთარი მიზნები. “ტორპედოსთან” მარცხის შემდეგ მათ რეაბილიტაცია უნდა მოეხდინათ და საკუთარი ქომაგები უნდა გაეხარებინათ.
შეხვედრა ქობულეთში მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. ისინი ბურთის ფლობის კუთხით და მეტი მოძრაობით გამოირჩეოდნენ, თუმცა სადებიუტო წუთებმა ისე ჩაიარა, რომ არცერთი გუნდის კართან რაიმე ხიფათი არ შექმნილა. ნელნელა თამაში გათანაბრდა და მე-19 წუთზე სტუმრებმა გოლიც გაიტანეს. ანგარიშში დაწინაურება სამტრედიელებმა მეტოქის კარის დარაჯის, თეიმურაზ კაკალაძის უხეში შეცდომის წყალობით შეძლეს. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან მაღალი ბურთი მასპინძელთა საჯარიმოში ბეჭვაიამ ჩააწოდა, რომელზეც კაკალაძე გამოვიდა, ბურთი დაიჭირა, თუმცა ხელიდან გაუვარდა და მის წინ მდგარ თორნიკე გორგიაშვილს ჩინებული “საჩუქარი” გაუკეთა. სამტრედიელთა შემტევმა სიტუაცია სწორად შეაფასა და კარის დასაცავად მოწადინებულ მცველს ზუსტი დარტყმით შანსი არ დაუტოვა – 0:1.
ბუნებრივია, მოვლენების ასეთი განვითარება “შუქურას” გეგმებში არ შედიოდა და მათ სიმხნევით შეუტიეს მეტოქის კარს. გოლის გაშვებიდან მალევე, ზვიად მეტრეველი დაემუქრა თავური დარტყმით სამტრედიელთა კარს, მაგრამ მუჯრიშვილს პოზიცია სწორად ჰქონდა შეფასებული და ნახტომში ბურთის დაუფლება არ გაჭირვებია. მასპინძელთა ფორვარდს გადაცემა მარჯვენა ფლანგიდან ტაკიძემ გაუკეთა. 28-ე წუთზე ქობულეთელებს რეალური საგოლე შანსი მიეცათ, როდესაც კუტალიამ მოედნის შუაგულიდან მოხდენილი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ჩაფიძე გაიყვანა, რომელსაც ფეხდაფეხ ორი მცველი მისდევდა. ლაშა ბურთიანად მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიჭრა და ოდნავ მახვილი კუთხიდან ცაციათი ძლიერად დაარტყა. “სამტრედია” ბურთზე მუჯრიშვილის თავგანწირულმა გადაფარებამ გადაარჩინა, თუმცა კიპერმა ტრავმა მიიღო და მალე შესაცვლელი შეიქმნა. “შუქურამ” კი გათანაბრების კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.
ტაიმის დარჩენილ დროში ისევ ზვიად მეტრეველი ცდილობდა თავით გატანას, მაგრამ მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. ცოტა ხანში ჩაფიძემ დაარტყა კარის მიმართულებით, მაგრამ ბეგაშვილს მისი დაუფლება არ გაჭირვებია. შესვენებაზე გასვლამდე ერთხელ სამტრედიელებმაც შეუტიეს სახიფათოდ, როდესაც გეწაძემ საჯარიმოს კიდედან ცაციათი უძლიერესად “გაისროლა”, თუმცა კაკალაძემ მუშტებით ბურთი კუთხურზე გადააგდო, რომელსაც ხიფათი აღარ მოჰყოლია.
თამაშის განახლებისთანავე მასპინძლებს ისევ რეალური შანსი მიეცათ. ამჯერად ლევან კუტალიას შორეული გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ტუღუში აღმოჩნდა, რომელმაც ბურთის დარტყმა კი მოახერხა, მაგრამ არაზუსტად. მას ბურთი კარში რომ მოეხვედრებინა, ბეგაშვილს კარის გადარჩენის შანსი ნაკლებად მიეცემოდა. “შუქურა” შეტევებს ისევ განაგრძობდა. 57-ე წუთზე მოედანზე ახლადშესული ბერუაშვილი ურტყამდა თავს მაღალ ნახტომში, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით აცდა სამტრედიელთა კარს. თითქმის მაშინვე სტუმართა მეკარე შეცდა და კინაღამ ბურთი ტუღუშს გაატანინა, მაგრამ იღბალმა “სამტრედია” და მისი მეკარე დაინდო. მე-60 წუთზე მესხმა და ჩაფიძემ ზესტაფონში ბოლო წუთზე გათამაშებული კომბინაცია გაითამაშეს, მაგრამ მათდა სამწუხაროდ ბეგაშვილმა ნახტომში შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება. რამდენიმე წუთში მესხმა შეასრულა საჯარიმო სახიფათოდ, თუმცა სამტრედიელთა კიპერმა ბურთი ისევ კუთხურზე გადააგდო.
მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა თამაშში მესხის და ბერუაშვილის შემდეგ გიორგი ჩელებაზეც ჩართო, რომელიც ბუნებრივია ვერ იყო ჩვეულ ფორმაში. თანდათანობით სამტრედიელებმა თამაში გაათანაბრეს. 74-ე წუთზე კვირკველიამ სახიფათოდ შეასრულა სტანდარტული, რომელიც კაკალაძემ გაჭირვებით მოიგერია. წესით კუთხური უნდა დანიშნულიყო, მაგრამ არბიტრმა ქობულეთელთა საჯარიმოში სამტრედიელთა მხრიდან წესის დარღვევა დააფიქსირა და ბურთი მასპინძლებს გადაეცა.
თამაშის საეპილოგო ნაწილში ზღვისპირელებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს და მოწინააღმდეგის კარზე შტურმის მიტანა ცადეს, მაგრამ სამტრედიელები თავს ღირსეულად იცავდნენ და მასპინძლებს საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. რამდენიმეჯერ ქობულეთელებმა ბურთის მეტოქის საჯარიმოში ჩაგდება ცადეს, მაგრამ სტუმრებს მათი ამ მცდელობების განეიტრალება არ გაჭირვებიათ. აშკარად გამოჩნდა ის, რომ “შუქურას” ფეხბურთელები, რომლებიც მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში შეტევაში იყვნენ, მატჩის ბოლოს ისე ენერგიულად ვეღარ უტევდნენ. თავის მხრივ, სამტრედიელებს თავდაცვისას მეტი ძალა აღმოაჩნდათ და მათ მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გაჭირვებიათ.
“შუქურა” – “სამტრედია” 0:1 (0:1)
27 სექტემბერი 16:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”. 1000 მაყურებელი
“შუქურა”: კაკალაძე, ტაკიძე (მესხი, 46), კუხიანიძე, გიორგი გურული, ხოჭოლავა, ჩალაძე, ჩაფიძე, კალანდაძე, კუტალია (ბერუაშვილი, 57), მეტრეველი, ზაზა ტუღუში (ჩელებაძე, 71).
მთავარი მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე
“სამტრედია”: მუჯრიშვილი (ბეგაშვილი, 29), პაჭკორია, კაკუბავა, კვირკველია, ბაკურაძე, ბეჭვაია, გეწაძე (გედენიძე, 54), გიორგი დათუნაიშვილი, მელქაძე, გაბედავა, გორგიაშვილი (ქებაძე, 62), გაბედავა.
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია
გოლები: 0:1 გორგიაშვილი (19),
გაფრთხილება: გურული (54),
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)
1. |
დინამო თბ. |
7 |
5 |
1 |
1 |
14:6 |
16 |
|
2. |
სამტრედია |
7 |
4 |
1 |
2 |
8:6 |
13 |
|
3. |
სპარტაკი |
7 |
4 |
1 |
2 |
6:6 |
13 |
|
4. |
ტორპედო |
7 |
3 |
3 |
1 |
8:5 |
12 |
|
5. |
დილა |
7 |
3 |
2 |
2 |
8:3 |
11 |
|
6. |
ვიტ ჯორჯია |
7 |
3 |
1 |
3 |
9:6 |
10 |
|
7. |
დინამო ბთ. |
7 |
3 |
1 |
3 |
8:8 |
10 |
|
8. |
ჩიხურა |
7 |
3 |
1 |
3 |
7:8 |
10 |
|
9. |
მეტალურგი |
7 |
2 |
3 |
2 |
9:8 |
9 |
|
10. |
გურია |
7 |
2 |
3 |
2 |
6:12 |
9 |
|
11. |
ზესტაფონი |
7 |
2 |
2 |
3 |
15:10 |
8 |
|
12. |
სიონი |
7 |
2 |
2 |
3 |
8:9 |
8 |
|
13. |
მერანი |
7 |
2 |
1 |
4 |
6:8 |
7 |
|
14. |
კოლხეთი |
7 |
2 |
1 |
4 |
6:10 |
7 |
|
15. |
შუქურა |
7 |
1 |
4 |
2 |
5:11 |
7 |
|
16. |
ზუგდიდი |
7 |
0 |
3 |
4 |
4:11 |
3 |
მეგოლეები:
4 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია)
2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია (გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი), დათა ციცხვაია (მერანი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.