ფეხბურთი

10:56 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

საბანაძის პასუხი: “ტრავმა მაქვს და თუ ჰგონიათ, რომ ვიგონებ, ძალიან ცდებიან”

“ტორპედო”-“ზუგდიდის” მატჩის (1:2) შემდეგ, ქუთათურთა მწვრთნელ ჟერარდ სარაგოსას “მსოფლიო სპორტმა” ჰკითხა, რატომ არ იყო 18-კაციან განაცხადში ნიკა საბანაძე, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “საბანაძეს ფეხბურთის თამაში არ უყვარს”.

ჩვენ საბანაძეს დავუკავშირდით:

-       ტრავმა მაქვს. საზარდულია დაჭიმული და თუ ჰგონიათ, რომ ვიგონებ, ძალიან ცდებიან. სამწელიწადნახევარია, რაც “ტორპედოში” ვარ და ამგვარი რამ ჩემთვის არავის დაუბრალებია.

-       როდის მიიღეთ ტრავმა?

-       ამ თვის დასაწისში, როცა “სპარტაკს” ვხვდებოდით, 18-კაციან განაცხადში ვიყავი, მაგრამ არ მითამაშია. მეორე დღეს დუბლებში დამაყენეს და იქ მივიღე ტრავმა. მას მერე აღარ მივარჯიშია.

-       დიდი ხანი გაგიცდებათ?

-       ნელ-ნელა მორჩება ეს ტრავმა. კიდევ ვიმეორებ: ამდენი ხანია, “ტორპედოში” ვარ და მსგავსი რამ პირველად გავიგე ჩემზე.   

0.133092