ფეხბურთი

20:16 | 26.02.2014 | ნანახია 3129 - ჯერ

საბანაძეეე!

ოთხშაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩები გაიმართა. მთავარი მოულოდნელობა დიდუბეში, “დინამო არენაზე” მოხდა, ჩემპიონობის მთავარმა კანდიდატმა, თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონთან” 1:2 წააგო. “ზესტაფონმა” ბოლო ოთხ დღეში ზედიზედ მეორედ მოიგო 3:0 და მესამე ადგილზე დამკვიდრდა. ამჯერად მარგველთა მსხვერპლი “ზუგდიდი” გახდა. სამივე გოლი ექსტორპედოელმა, 22 წლის ნიკა საბანაძემ გაიტანა. ვაკეში, “მიხეილ მესხზე,” “ჩიხურამ” მხოლოდ მსაჯის მე-4 წამატებულ წუთზე შეძლო “სპარტაკის” დამარცხება, თუმცა თავიდან 0:2 აგებდა. “გურიამ” გორში “დილას” სძლია და “სიონთან” მე-4-5 ადგილებს იყოფს. “მეტალურგმა” “სამუშაო” გამარჯვება ჩაიწერა “ვიტ ჯორჯიასთან,” “ტორპედო” და “მერანი” კი ერთმანეთს მშიდობიანად დაშორდნენ.

სპარტაკი (ცხინვალი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:3 (2:2)

გოლები: 1:0 თორნიკე თუხარელი (7), 2:0 ლაშა პარუნაშვილი (12), 2:1 ბესიკ დეკანოიძე (25), 2:2 გიორგი გაბედავა (35), 2:3 გიორგი დათუნაიშვილი (90+4)

 

დილა (გორი) – გურია (ლანჩხუთი) 1:3 (0:0)

გოლი: 0:1 პავლე ხორგუაშვილი (პენ, 53), 0:2 გიგა კვერენჩხილაძე (83), 1:2 დავით რაჟამაშვილი (89), 1:3 ზურაბ ძამსაშვილი (პენ, 90+3)

 

მეტალურგი (რუსთავი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კახაბერ კაკაშვილი (49), 2:0 ვარლამ კილასონია (58)

 

ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი) 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 პაპუნა ფონიავა (63), 1:1 მამუკა ღონღაძე (68)

 

დინამო (თბილისი) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 ჩისკო (72), 1:1 გიორგი კახელიშვილი (75), 1:2 ჯაბა უგულავა (85)

 

ზესტაფონი – ზუგდიდი 3:0 (3:0)

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 ნიკა საბანაძე (7, 9, 45)

 

1               დინამო (თბ)                 19           13         3          3             43:15           42
2 ჩიხურა 19 11 5 3 38:24 38
3 ზესტაფონი 19 9 4 6 25:15 31
4 გურია 19 10 0 9 23:26 30
5 სიონი 19 8 6 5 24:20 30
6 მეტალურგი 19 8 5 6 25:23 29
7 დილა 19 7 7 5 24:18 28
8 ვიტ ჯორჯია 19 7 4 8 25:25 25
9 ტორპედო 19 6 5 8 20:25 23
10 სპარტაკი 19 4 2 13 15:30 14
11 მერანი 19 4 2 13 15:37 14
12 ზუგდიდი 19 3 5 11 8:27 14  

 

 

მეგოლეები:

13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2), ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

5 – ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:16 | 27.02.2014
gionat (2245)

იცის გეგუჩაძემ როგორ აათამაშოს თავდამსხმელი

22:00 | 26.02.2014
janorhus (621)

საბანაძემ მშვენივრად გააკეთა თავისი საქმე.....მაგრამ დღეს საუკეთესო დოლიძე იყო, 2 საგოლე პასი გააკეთა და ზუგდიდის მარცხენა მცველი ისე დატანჯა სადგაც 30-ე წუთზე შეცვალეს

21:57 | 26.02.2014
mamuka-geo (4522)

გელაშვილის სტილის ფეხბურთელი არის და იმედია აჯობებს გელაშვილს

21:23 | 26.02.2014
El Capitano 7 (35967)

ყოველთვის მომწონდა ზესტა გეგუჩას პონტში იცის მისი საქმე იმედია გაგავხარებს

21:00 | 26.02.2014
dato.nanava (2529)

ნაკრებშიც რომგამოგვეცადა არიკნებოდა ცუდი

21:02 | 26.02.2014
Shevche (15054)

საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირები ხდებიან და ისინი ვერ ქაჩავენ ნაკრების დონეს და რა დროს ამის ნაკრებია?

21:33 | 26.02.2014
ლეგენდა კობი (748)

stripslashes((strlen('http://demotivatorz.ru/uploads/posts/2010-10/sistema-rabotaet_8007_demotivatorz.ru.jpg')>0?'http://demotivatorz.ru/uploads/posts/2010-10/sistema-rabotaet_8007_demotivatorz.ru.jpg':'http://demotivatorz.ru/uploads/posts/2010-10/sistema-rabotaet_8007_demotivatorz.ru.jpg'))

0?'>http://img2.wikia.nocookie.net/__cb20130615200237/trollpasta/images/1/10/If_you_know_what_I_mean.png':'>http://img2.wikia.nocookie.net/__cb20130615200237/trollpasta/images/1/10/If_you_know_what_I_mean.png'))

21:07 | 26.02.2014
dato.nanava (2529)

ამხანაგურში რომ გამოგვეცადა)

20:55 | 26.02.2014
ogafa (10220)

ყოჩაღ საბანაძე

20:53 | 26.02.2014
Shevche (15054)

,,საბანაძეეე" კი არა, ,,გეგუჩაძეეე"! მის გუნდებში თავდამსხმელები ყოველთვის შედეგიანად თამაშობენ. გელაშვილი, დვალი.. დაჟე წინამძღვრიშვილიც კი იტანდა.))

20:46 | 26.02.2014
gio-goli (163)

რა ძნელი მიხვედრა უნდა, დინამომ მიცა თამაში სიონს, რომ ექვსეულში შევიდეს სიონი და მერე ექვსეულში ორივე თამაშს მიცემს სიონი დინამოს. დაიმახსოვრეთ და ნახავთ თუ ეგრე არ მოხდება.

20:46 | 26.02.2014
raul (1386)

წარმატებები ზესტაფონს, ძალიან კარგი კლუბი ჩამოყალიბდა, საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელი ყავს გეგუჩაძის სახით, იმედია ევროპაზე დიდ წარმატებებს მიაღწევს ამ ნიჭიერი ბიჭებით.

20:44 | 26.02.2014
M.U2015 (19400)

ასე ტუ გააგრდელა ამან ნაკრებში იკნება

20:39 | 26.02.2014
samartali+ (969)

ეს ერთი და სხვა მრავალი, საბანაძე!

0.1186