“მანჩესტერ სიტის” მცველი პაბლო საბალეტა მიიჩნევს, რომ მის გუნდს ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა შეუძლია. ამის შესახებ არგენტინელმა “სკაი სპორტსს” განუცხადა.
“კამპ ნოუზე”, მაღალი დონის მატჩი ჩავატარეთ. “ბარსელონასთან” წარმატების მიღწევა ყოველთვის რთულია. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ თუკი პრემიერლიგაშიც ისე ვითამაშებთ, როგორც “ბარსელონას” წინააღმდეგ, ჩემპიონის ტიტულს დავისაკუთრებთ. ეს ერთადერთი თასია, რომლის მოგებაც მიმდინარე სეზონში შეგვიძლია.
კარგად ვიცით, რომ “ჰალთან” საგარეო მატჩის მოგება იოლი არ იქნება, მაგრამ ფანტასტიკური გუნდი გვყავს და ამას შევძლებთ. ნებისმიერ მეტოქეს დავამარცხებთ, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ოთხშაბათს ნახეთ”, - განაცხადა საბალეტამ.