ფეხბურთი

15:50 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

საბალეტა ტრავმირებულია

“მანჩესტერ სიტის” მარჯვენაფლანგელი პაბლო საბალეტა “ლესტერთან” ინგლისის ლიგის თასის მატჩში დაშავდა და მოედანს 4 კვირით დაემშვიდობა. ამის შესახებ ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან.

მატჩის მე-11 წუთზე, არგენტინელმა ბარძაყის არეში ტკივილი იგრძნო და მოედანი იძულებით დატოვა. მცველს დეტალური სამედიცინო შემოწმება ჯერ არ ჩასტარებია, მაგრამ ექიმთა წინასწარი პროგნოზით, ფეხბურთელი ლაზარეთში თვეს გაატარებს.

ცნობისათვის, “სიტიმ” “ლესტერი” 3:1 დაამარცხა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175375