ფეხბურთი

19:23 | 9.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

საბა კვირკველია რუსული ტურის სიმბოლურში

ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მისმა გუნდმა მოსკოვში ფრე გაახერხა "ლოკომოტივთან" (0:0), თავად ქართველმა კი შეუცვლელად ჩაატარა მატჩი.

"ქართველი მცველის მშვენიერი პოზიციური თამაში თვალშისაცემი იყო. კვირკველია გასაქანს არ აძლევდა "ლოკოს" ფორვარდებს, იბრძოდა, მოძრაობდა, დაბალ და მაღალ ბურთებზეც იგებდა ორთაბრძოლებს. კვირკველიამ მარკანოზე და ნავასზე აშკარად უკეთ ითამაშა" – წერს Championat.ru.  

პრემიერლიგაში 19 ტურია გასული და კვირკევლიას 9 მატჩი მოუგროვდა.   

 

0.113635