საახალწლოდ, არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში პრესტიჟული საჩვენებელი ტურნირი Capitala World Tennis Championship გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ჩოგბურთელები ითამაშებენ.
ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 31 დეკემბერს მეოთხედფინალური მატჩები შედგება, რომლებშიც რუსი ნიკოლაი დავიდენკო ფრანგ ჟო-ვილფრედ ცონგას გაეჯიბრება, ხოლო შვედი რობინ სოდერლინგი შვეიცარიელ სტანისლავ ვავრინკას დაუპირისპირდება.
1 იანვარს დაგეგმილ ნახევარფინალებში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ვავრინკა-სოდერლინგს შორის უმჯობესს ეთამაშება, ხოლო ესპანელი რაფაელ ნადალი ძალებს დავიდენკო-ცონგას წყვილის გამარჯვებულთან მოსინჯავს.
აბუ-დაბის საჩოგბურთო ტურნირის ფინალი და მატჩი მე-3 ადგილისთვის 2 იანვარს შედგება.







