სხვა

11:49 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რვიდან 6 გუნდი გარკვეულია

ქალთა ჩემპიონთა ლიგაში გაირკვა მეორე ჯგუფური ეტაპის 8 მონაწილიდან 6. სათამაშოა ბოლო ტური.

პირველ ჯგუფში უპირობოდ გაიმარჯვა მოქმედმა ჩემპიონმა, უნგრულმა “დიორი ეტომ”, მეორე საგზურისთვის კი დანარჩენი სამი გუნდი იბრძვის. მომავალ შაბათ-კვირას ითამაშებენ “დიორი” – “ბაია მარე”, “ტიურინგერი” – “ჰიპო”.

 მეორე ჯგუფში დანიურმა “მიდტიულანდმა” სტუმრად დაამარცხა უნგრეთის “ფერენცვაროში” და მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა. მეორე საგზურის მფლობელი გაირკვევა “ფერენcვაროშისა” და მონტენეგროს “ბუდუჩნოსტის” თამაშში, ოღონდ უნგრელები უკვე სტუმრად თამაშობენ.

დანარჩენ 2 ჯგუფში ყველაფერი ცხადია. სლოვენიის “კრიმმა” და შვედეთის “სევეფოფმა” ერთმანეთში ფრედ ითმაშეს და ოფიციალურად გაიფორმეს მეორე ეტაპზე გასვლა, ხოლო დანიურ “ლარვიკსა” და მაკედონიურ “ვარდარს” საგზური აქამდე ჰქონდათ განაღდებული.

 ჩემპიონთა ლიგა 2013-14. ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი.

 5 ტური. 9-10 ნოემბერი 

 

 A ჯგუფი

 ბაია მარე (რუმ) - ტიურინგერი (გერ) 20:19

 ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) – დიორი ეტო (უნგ)  27:28

 დიორი 10,  ჰიპო 4 / ბაია მარე 4, ტიურინგერი 2

 

 B ჯგუფი

 ლიუბლინი (პოლ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 22:30

 ფერენცვაროში (უნგ) – მიდტიულანდი (დან) 25:26

 მიდტიულანდი 8, ბუდუჩნოსტი 6  / ფერენცვაროში 6, ლიუბლინი 0

 

 C ჯგუფი 

 ლაიპციგი (გერ) - მეცი (საფ) 22:25

 სევეჰოფი (შვდ) - კრიმ მერკატორი (სლნ) 25:25

 კრიმი 7, სევეჰოფი 7 / მეცი 4, ლაიპციგი 2

 

 D ჯგუფი

 ვარდარ სკოპიე (მკდ) - ბალონმანო ბერა ბერა (ესპ) 30:20

 პოდრავკა (ხორ) - ლარვიკი (ნორ) 19:24

 ვარდარი 9, ლარვიკი 9 / პოდრავკა 2, ბალონმანო 0

 

 მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 2–2 გუნდი

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.055107