საქალაქო სასამართლოში სხდომა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და რვავე მსაჯს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიესაჯა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში არბიტრებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაცვის მხარე მოსამართლის დაუსაბუთებელს და არაობიექტურს უწოდებს. ადვოკატების თქმით, მოსამართლეს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება, რათა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო.
ჯერჯერობით უცნობია ადვოკატები გაასაჩივრებენ თუ არა გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში.
პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებელმა პროკურორმა განაცხადა, რომ შესაძლოა საქმეში სხვა პირები, კერძოდ, ფეხბურთელები და ფეხბურთის ფედერაციის ცალკეული წარმომადგენლები იყვნენ გარეულნი.
შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბერს შსს-ს თანამშრომლებმა რვა მსაჯი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს.
ლაშა ქოიავა