რუსეთის პირველი დივიზიონის ნალჩიკის “სპარტაკიდან” პრემიერლიგის ეკატერინბურგის "ურალში” გუჯა რუხაიას ტრანსფერი კლუბებს შორის შეუთანხმებლობის გამო ჩაიშალა.
ივნისში რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუხაია “ურალში” გადავიდა და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა, როგორც გაირკვა, კლუბები ქართველი ნახევარმცველის სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ და ის ნალჩიკის “სპარტაკში” დარჩა. 25 წლის ფეხბურთელმა პირველი დივიზიონის მე-2 ტურში, “ნეფტეხიმიკთან” სტუმრად მოგებულ (2:1) მატჩში შეცვლაზე ითამაშა.