სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

1:32 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუსიას და თევზაძის “ბაკეუმ” მეორე ადგილი გაინაღდა

რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატში შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბმა ვერცხლის მედლები გაინაღდა. “შტიინცა ბაკეუმ” მეორე მატჩიც მოუგო “პოტაისა ტურდას” – სტუმრად, 29:28, ხოლო ვლადიმერ რუსიამ 5 გოლი გაიტანა.

“ტურდა” ფინალური სამეულის ტურნირში მესამე ადგილზე დარჩა, ხოლო ჩემპიონის ვინაობა “ბაკეუ”-“კონსტანცას” მატჩში გაირკვევა 25 მაისს. ამ გუნდების პირველი თამაში “კონსტანცამ” 27:18 მოიგო და 2 თამაშიდან 6 ქულით ლიდერობს. “ბაკეუ” 3 თამაშიდან 6 ქულით მეორეა. 21 მაისს “კონსტანცა” “ტურდას” ეთამაშება.

ირაკლი ჩიქოვანის “ტიმიშოარა” 7-9 ადგილებისთვის თამაშობს და ზედიზედ მესამე მოგების შემდეგ, მეშვიდე ადგილი გაინაღდა. “ტიმიშოარამ” 26:24 მოუგო ბუქარესტის “დინამოს”, რაშიც ჩიქოვანმა ხუთგოლიანი წვლილი შეიტანა.

მაკედონიის ჩემპიონატის ნახევარფინალში “ზომიმაკ სტრუმიცა” 25:31 დამარცხდა ჩემპიონატის ლიდერ სკოპიეს “მეტალურგთან”. რევაზ ჭანტურიას ანგარიშზე 11 გოლია – ის და სკოპიელი რენატო ვუგრინეცი საუკეთესოები იყვნენ მოედანზე.

სამაგიეროდ, “სტრუმიცამ” მაკედონიის ჩემპიონატის ფინალური ექვსეულის ტურნირზე მეტალურგის ახალგაზრდულ გუნდს მოუგო – 34:28 და ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, მესამე ადგილი დაიბრუნა. ჭანტურიამ აქაც გაიტანა 5 გოლი. “სტრუმიცა” 2 ქულით უსწრებს “პელისტერს”. ჩემპიონობისთვის “მეტალურგი” და “ვარდარი” იბრძვიან.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11763