რაგბი

14:31 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთს გერმანია ერგო

2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩში, გერმანიამ ჰოლანდია სტუმრად 17:7 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მომდევნო ეტაპზე, 24 მაისს, გერმანელები რუსეთს უმასპინძლებენ და საბოლოოდ გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ევროპიდან ჩაებმება. სწორედ ამ რეპეშაჟმა უნდა გაარკვიოს იმ მე-20-ე გუნდის ვინაობა, რომელიც ინგლისის საგზურს მოიპოვებს.

ამასობაში დასასრულს უახლოვდება აზიის შესარჩევი ეტაპი, სადაც ფავორტმა, იაპონიის ნაკრებმა დიდი სხვაობით უკვე ორი თამაში მოიგო, მაგრამ ჯერჯერობით ცხრილს ჰონგ კონგი ლიდერობს, რომელმაც გამარჯვება სამიდან სამი შეხვედრაში მოიპოვა. გასულ შაბათს მათ კორეა დაამარცხეს და იაპონიასთან აზიის პირველი გუნდის სახელისა და ინგლისის პირდაპირი საგზურისთვის 25 მაისს ითამაშებენ. ერთი კვირით ადრე, იაპონელები კორეას ეთამაშებიან. შეგახსენებთ, რომ იაპონიის პირველი გუნდი B ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, სამოას, შოტლანდიისა და აშშ-ს ნაკრებებთან მოხვდება, ხოლო მეორე გუნდი რეპეშაჟში ჩაებმება და პირველ ეტაპზე ურუგვაის დაუპირისპირდება.

28 ივნისს დაიწყება და 6 ივლისს დასრულდება აფრიკის შესარჩევი ეტაპი, რომელმაც საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის ვინაობა უნდა გაარკვიოს, ხოლო მეორეადგილოსანი რეპეშაჟის ნახევარფინალში გერმანია-რუსეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

0.118765