კალათბურთი

12:33 | 31.07.2014 | ნანახია 1792 - ჯერ

რუსეთი და ევრობასკეტი გამოირიცხა

რუსეთის კალათბურთის ფედერაცია არ აპირებს განაცხადი შეიტანოს 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე. აღნიშნულის შესახებ განცხადება ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა იულია ანიკეევამ გააკეთა.

“იმისთვის, რომ ევრობასკეტის მიღებაზე პრეტენზია გქონდეს, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ითამაშებ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი შესარჩევ ციკლში იასპარეზებს და რა შედეგები გვექნება, 24 აგვისტომდე ვერ გავიგებთ, ამდენად, განაცხადის გაკეთება არარეალურია”, - აღნიშნა ანიკეევამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი უკრაინა უნდა ყოფილიყო, თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ეს არარეალური გახდა. მომავალი ტურნირის მიღებაზე პრეტენზიას არაერთი ქვეყანა აცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილება კი 30 სექტემბერს უნდა იქნას მიღებული.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:11 | 02.08.2014
Ge Vaucheri (200)

stripslashes((strlen('http://vaucheri.ge/')>0?'http://vaucheri.ge/':'http://vaucheri.ge/')) ფასდაკლების საუკეთესო საიტი
0?'>http://vaucheri.ge/':'>http://vaucheri.ge/')) ფასდაკლების საუკეთესო საიტი
0?'>http://vaucheri.ge/':'>http://vaucheri.ge/')) ფასდაკლების საუკეთესო საიტი

16:22 | 31.07.2014
bbbbbb (2031)

რა ნაგლობა იქნებოდა რომ მოეთხოვათ უკრაინიდან ჩვენთან გადმოიტანეთო

13:39 | 31.07.2014
BEERTRANCE (97819)

წადით თქვენი ..............

0.121207