კალათბურთი

16:21 | 21.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუსებს კულაგინის დისკვალიფიკაცია წამოეწიათ

საქართველოს მსგავსად, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში კარგად საქმეები არც რუსეთის საკალათბურთო ნაკრებს მისდის. საკმარისია, რომ მომავალ კვირას ევგენი პაშუტინის შეგირდები იტალიაში დამარცხდნენ (რაც სავსებით რეალურია), რომ დიდი ალბათობით, ევრობასკეტის ფინალური ეტაპის მიღმა დარჩებიან.

ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ რუსებს კიდევ ერთი უსიამოვნება წამოეწიათ. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ კალიარიში დაგეგმილ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს რუსების ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი კალათბურთელი – 22 წლის დმიტრი კულაგინი.

ამ უკანასკნელმა შვეიცარიასთან იოლად მოგებულ (101:56) მატჩში ნერვები ვერ მოთოკა და ბრაიან სავუას უხეშობას უხეშობითვე უპასუხა, კერძოდ კი, მეტოქეს ხელი შემოარტყა.

ცხადია, მსაჯებმა მოქიშპეები მოედნიდან დაითხოვეს, გაძევება კი, ავტომატურად მომდევნო მატჩის გამოტოვებას ნიშნავს. რუსები ხავსს ეპოტინებიან და კულაგინი იტალიაში მაინც მიჰყავთ, თუმცა, თავადაც კარგად უწყიან, რომ ფიბა-ევროპა დიმიტრის გულისთვის წესდებას ვერ შეცვლის.

ცნობისთვის, კულაგინმა შესარჩევი ციკლის სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. იგი მოედანზე საშუალოდ 7.7 წუთს ატარებდა, მისი მონაგარი კი 2.7 ქულა და 1.3 მოხსნა იყო. 

კულაგინის და სავუას ჩხუბის ეპიზოდი

https://www.youtube.com/watch?v=DnAGbhSqelk&sns=fb

0.1153