ფეხბურთი

11:50 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუნის შეძენას “რეალიც” ეცდება

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის - უეინ რუნის შეძენას ეცდება. ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” პირველი წინადადება 25 მილიონ გირვანქა სტერლინგიანი იქნება. თუკი მანჩესტერელები უარს იტყვიან, სავარაუდოდ, მადრიდელები თანხას გაზრდიან. საგულისხმოა, რომ “რეალისთვის” პრიორიტეტული “მანჩესტერ სიტის” მეგოლე სერხიო აგუეროა, მაგრამ “ქალაქელებს” არგენტინელის დათმობა არ სურთ.

დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, რუნის შესაძენად ლონდონის “ჩელსიც” იბრძოლებს.

 

თეგებიუეინ რუნი
0.119887