ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ირწმუნება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი უეინ რუნი მიმდინარე სატრანსფერო სეზონში კლუბის შეცვლას არ გეგმავს.
“რუნი ვარჯიშებზე მუხლჩაუხრელად მუშაობს, რადგან სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება სურს. ვფიქრობ, ის საბოლოოდ დარწმუნდა, რომ “მანჩესტერი” გაყიდვას არ უპირებს. ახლა, უეინი თავისი თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენას ცდილობს. მალე, რუნი ძირითად შემადგენლობაში მყარად დამკვიდრდება”, - განუცხადა “მანჩესტერის” წარმომადგენელმა Daily Mail-ს.
მოგეხსენებათ, რუნის გადაბირება “პარი სენ-ჟერმენსა” და რამდენიმე ინგლისურ კლუბს სურს.