“მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი ლიდერი უეინ რუნი, დიდი ალბათობით გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.
ამის შესახენ BBC-ის ჟურნალისტმა ბენ სმიტმა ინფორმაცია საკუთარ თვითერზე განათავსა. მისი მტკიცებით, 28 წლის ფეხბურთელმა საზარდულის კუნთი გაიჭიმა.
ჩემპიონატის დასრულებამდე “წითელ ეშმაკებს” სამი თამაში დარჩათ ჩასატარებელი (“სანდერლენდთან”, “ჰალ სიტისთან” და “საუთჰემპონტთან”). შეძლებს თუ ვერა რუნი მათში მონაწილეობის მიღებას, ჯერჯერობით, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. სამაგიეროდ, დაწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუნი ამ ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატს არ დააკლდება.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 29 მატჩში, თავდამსხმელმა 17 გოლი გაიტანა.