ფეხბურთი

19:49 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუნიმ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება დაგეგმა

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გამარჯვებაა.

“ჩვენ გვსურს გავაკეთოთ ის, რაც 1966 წლიდან მოყოლებული ვერც ერთი ფორმაციის ინგლისის ნაკრებმა მოახერხა, ანუ მთავარი ტიტული მოვიგოთ. ეს ყველას მიზანია და იმედია, ამას შევძლებთ. შესარჩევი ტურნირი კარგად ჩავატარეთ. მიზნად ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა გვქონდა, რაც მოვახერხეთ. ზოგიერთ მატჩში კარგ ფეხბურთს ვაჩვენებდით, ზოგიერთში კი უბრალოდ შედეგი გამოვგლიჯეთ. თუმცა, საერთო ჯამში კმაყოფილი ვართ” – იუწყება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.

ინგლისის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატი 1966 წელს თავის სამშობლოში მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118935