თავდამსხმელი უეინ რუნი “მანჩესტერ იუნაიტედში” თავს ბედნიერად რომ ვერ გრძნობს და კლუბის შეცვლა სურს, არახალია. როგორც ირკვევა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ 27 წლის ინგლისელს ცენტრფორვარდის პოზიციაზე სურს თამაში.
“შესაძლოა, მომავალში კიდევ მომიწიოს სხვადასხვა პოზიციაზე თამაში, მაგრამ ჩემი ამპლუა ცენტრფორვარდობაა. მინდა, მეტი გოლი გამქონდეს. “მანჩესტერში” ამ პოზიციაზე მითამაშია და თავს აბსოლუტურად კომფორტულად ვგრძნობდი. ეს ჩემი შესაფერისი როლია და იმედია, მომავალშიც ამ პოზიციაზე ვითამაშებ”, - განაცხადა რუნიმ Four Four Two-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ რუნიმ მანჩესტერელებს ტრანსფერზე დაყენება სთხოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამის საჭიროებას რომაში ვერ ვხედავ. ცენტრფორვარდი გვჭირდება. კავანი, ჯეკო, მანძუკიჩი, ლუიზ ადრიანო ან ვინმე. ვინგერები ისედაც ბევრი გვყავს.
ეს დღემდე რატო არავინ წაიყვანა მიკვირს... კარგი ბიჭია