“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის, უეინ რუნის მიერ კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად დადასტურდა. “წითელი ეშმაკების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულება 2019 წლამდე გააგრძელა.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, რუნი “მანჩესტერის” ელჩი გახდება.
უეინ რუნი “მანჩესტერში” 2004 წლიდან თამაშობს. “წითელი ეშმაკების” მაისურით მან 428 თამაში ჩაატარა და 208 გოლი გაიტანა.