“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს, უეინ რუნის ვერ გაუგია, რატომ თამაშობს მისი გუნდი ასე ცუდად “ოლდ ტრაფორდზე”.
“წითელმა ეშმაკებმა”, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი 15 საშინაო თამაშიდან 6 წააგეს. ბოლო 51 წლის განმავლობაში, ინგლისის მოქმედ ჩემპიონ გუნდს ასეთი ცუდი შედეგი პირველად აქვს. უკანასკნელი საშინაო მარცხი “მანჩესტერმა” სამშაბათს, “სიტისთან” იწვნია, როდესაც “ქალაქელებმა” “ოლდ ტრაფორდზე” 3:0 მოიგეს.
“ვერ გამიგია, რატომ ვთამაშობთ ასე წარუმატებლად საკუთარ მოედანზე. რა თქმა უნდა, ეს ნორმალური არაა.
საჭირო ზომები დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ. “ოლდ ტრაფორდი” კვლავ უნდა იქცეს იმ სტადიონად, რომელზე თამაშისაც ჩვენს მეტოქეებს უნდა ეშინოდეთ. “მანჩესტერ სიტისთან” მარცხზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ.
წარუმატებელი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ. საკმარისად აქტიურად არ ვთამაშობდით, სახიფათო მომენტებს იშვიათად ვქმნიდით და მოგებას არ ვიმსახურებდით.
შეხვედრის სტარტი ჩავაგდეთ. შემდეგ, მდგომარეობა გამოვასწორეთ, მაგრამ მე-2 გოლმა უშანსოდ დაგვტოვა.” – აცხადებს უეინ რუნი.