“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი თავის გუნდს “ქუინზ პარკ რეინჯერსთან” ინგლისის პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩში ვერ დაეხმარება. Sky Sports-ის ცნობით, 27 წლის ინგლისელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ისევ აწუხებს.
საქმე ისაა, რომ რუნის ცხვირის ანთებითი დაავადება აქვს. ამის გამო, ფორვარდმა ვერც “რეგინგთან” ინგლისის თასის მატჩში (2:1) ითამაშა.
ცნობისათვის, ქპრ-სა და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება 23 თებერვალს გაიმართება.