ფეხბურთი

11:15 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუნი მთავარ ჯილდოზე ფიქრობს

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასული შეცდომების გათვალისწინებას და მთავარი ჯილდოს მოგებას აპირებს.

“გასულ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერ მოვახერხე იმის გაკეთება, რაც მსურდა. ყოველთვის მინდოდა წარმატებულად მეთამაშა და წარმატებული ვყოფილიყავი ინგლისის ნაკრებთან ერთად. გაისად მე-11 სეზონი მექნება ინგლისის ეროვნულ გუნდში და მიზნადაც მხოლოდ წარმატებულ თამაშს და ტიტულის მოგებას ვისახავ. ყველაფერი წინაა, დრო საკმარისია და ვფიქრობ, მოვლენების განვითარება სრულად ჩვენზე იქნება დამოკიდებული” - განაცხადა რუნიმ The Guardian-თან საუბარში.

27 წლის თავდამსხმელი მთავარი მწვრთნელის პოსტზე როი ჰოჯსონის მუშაობას დადებითად აფასებს და წარმატების იმედიც აქვს. ინგლისელებმა შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში პოლონეთი 2:0 დაამარცხეს, უკრაინას გადაასწრეს, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ბრაზილიის საგზური პირდაპირ მოიპოვეს.

0.194084