“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი ახალ მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესთან სალაპარაკოდ კლუბის ბაზაზე მივიდა. ბრიტანული პრესის ცნობით, “მანიუს” დამრიგებელი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს მომავალი თანამშრომლობის თაობაზე ესაუბრება.
შეგახსენებთ, რუნიმ პრემიერლიგის გასული სეზონის დასრულების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას კარიერის სხვა გუნდში გაგრძელების სურვილი გაუმხილა. ევროპული სპორტული გამოცემები კი უმალ მისი შეძენის მსურველ კლუბებზე ალაპარაკდნენ, რომელთა შორისაც “არსენალი”, “ჩელსი” და “პარი სენ-ჟერმენიც” ახსენეს.
ორიოდ დღის წინ Daily Star-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 წლის ფეხბურთელი მზადაა, “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი გაახანგრძლივოს, თუკი ხელფასს არ დააკლებენ და კვირაში ისევ 250 ათას გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
tu midis wavides ra tvini waigo, fexburteli roca gunds fulze vachrobas dauwyebs da fukze gayidis naklebad dasafasebelia
წადი სხვა ჩემპში მოსინჯე ძალები
წამო დინამოში
DD მაგრად გამოადგები თან ლიგის პერსპექტივით 
წამო წამო ჩელსიში :დ
ახლა ხელფასი იგივე ეკნება რატ უნდა ლაპარაკი