“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი უეინ რუნი მზადაა, ჭორებს ბოლო მოუღოს და კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ამის შესახებ Daily Star-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, 27 წლის ინგლისელი “წითელ ეშმაკებთან” ხელშეკრულებას იმ შემთხვევაში გაახანგრძლივებს, თუ ფინანსური მხარე არ შეიცვლება, ანუ, კვირაში ისევ 250 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
უახლოეს პერიოდში, რუნი მანჩესტერელთა ახლადდანიშნულ თავკაც დევიდ მოიესს შეხვდება და კონტრაქტის საკითხიც საბოლოოდ გადაწყდება.