სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:55 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუნი ინგლისის ნაკრებს უკაპიტნებს

მას შემდეგ, რაც სტივენ ჯერარდმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, ინგლისის ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტანი, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია 28 წლის ფეხბურთელმა საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა.

"ინგლისის ნაკრების კაპიტნობით ძალიან ვამაყობ, ეს იყო ჩემი დიდი ოცნება." - განაცხადა რუნიმ.

შეგახსენებთ, რომ რუნი ეროვნულ ნაკრებში 2003 წლიდან ასპარეზობს და ამ ხნის განმავლობაში, 95 მატჩში 40 გოლის გატანა მოახერხა.

2014/15 წლების სეზონის სტარტამდე აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ინგლისელი ფეხბურთელი "წითელი ეშმაკებს" უკაპიტნებს. 

გიორგი ბალახაძე 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121882