ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა – უეინ რუნიმ განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება თუ ინგლისელები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვებენ. “ვიმედოვნებ, ბრაზილიის მუნდიალზე ძირითად შემადგენლობაში ვიქნები და ჩემს გუნდს ფინალში გასვლაში დავეხმარები. ხოლო თუ ინგლისის ნაკრები ჩემპიონი გახდა, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები, - ამბობს რუნი, - ცხადია, გამარჯვება ურთულესი იქნება, რადგან ბევრი ძლიერი გუნდია, მაგალითად, გერმანია, არგენტინა, იტალია, ბრაზილია, ესპანეთი. მაგრამ, ვიმედოვნებ, ბოლოსდაბოლოს, გაგვიმართლებს და ჩემპიონები გავხდებით. იცით, სამეულშიც თუ მოვხვდით, ესეც ძალიან სასიხარულო იქნება.
რატომ ვერ იგებს ინგლისი ოთხწლეულის მთავარ ტურნირს? რა გითხრათ, უკვე რამდენიმე ათწლეულია ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები წვალობენ, მაგრამ შედეგი არ ჩანს, მხოლოდ ერთხელ - 1966 წელს მოვახერხეთ პირველობა. მას შემდეგ ნაკრები თითქოს დაწყევლილია. მეგონა, რომ 2002 წელს შევძლებდით გამარჯვებას, მერე 2006-ში, წინა მუნდიალზეც ხომ დიდი იმედებით ჩავედით, მაგრამ “მოხდა” ის კოშმარული მატჩი გერმანიასთან (1:4). რა ვთქვა…”