“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი გამოჯანმრთელდა და ის თავის ყოფილ გუნდთან, “ევერტონთან” სათამაშოდ მზადაა.
რუნის ფეხის თითის ტრავმა ჰქონდა და “ევერტონის” წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვო იყო. თუმცა, “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელის თქმით, 28 წლის თავდამსხმელმა სრულად გამოჯანმრთელება მოახერხა.
“უეინი, მიმდინარე კვირაში, კარგად ვარჯიშობდა. ის ძალიან კარგ ფორმაშია. მისი დაბრუნება შესანიშნავი სიახლეა.” – ციტირებს მოიესის სიტყვებს შკყ შპორტს-ი.
“ევერტონი” და “მანჩესტერი” ერთმანეთს 20 აპრილს, ლივერპულში დაუპირისპირდებიან.