“მანჩესტერ იუნაიტედის” ტრავმირებული ფორვარდი უეინ რუნი, რომელიც აღდგენით კურსს ეგვიტპეში გადიოდა, ინგლისში დაბრუნდა. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.
მანჩესტერელთა მეგოლე საზარდულის ტრავმის მოსაშუშებლად ეგვიპტეში იმყოფებოდა და როგორც ირკვევა, ინგლისელმა აღდგენითი კურსის პირველი ეტაპი დაასრულა. უახლოეს პერიოდში, “წითელი ეშმაკების” ბანაკში, თავდამსხმელს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და მისი გამოჯანმრთელების თარიღი ცნობილი გახდება.
არაა გამორიცხული, რუნიმ ლონდონის “ჩელსისთან” ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში ითამაშოს.