“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა უეინ რუნიმ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკების წამოწყება არ ისურვა. goal.com-ის ცნობით, ფეხბურთელი კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებაზე ისევ აქტიურად ფიქრობს და გამორიცხული არაა, ეს ნაბიჯი მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე – 2015 წლის ზაფხულამდე გადადგას.
მიმდინარე სეზონში უეინ რუნიმ პრემიერლიგაში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.