ფეხბურთი

10:56 | 18.02.2014 | ნანახია 775 - ჯერ

რუნი ამ კვირაში გაახანგრძლივებს

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი უეინ რუნი კლუბთან კონტრაქტს ამ კვირაში გაახანგრძლივებს. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მხარეებს ახალი ხელშეკრულების პირობები უკვე შეთანხმებული აქვთ. სავარაუდოდ, დოკუმენტზე ხელის მოწერა უახლოესი 3 დღის განმავლობაში მოხდება. რუნის კონტრაქტს ძალა 2019 წლამდე ექნება. ინგლისელი ყოველკვირეული ხელფასის სახით 300 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რუნიმ 21 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

თეგებიუეინ რუნი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065581
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
775