ფეხბურთი

13:18 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუნი 3 კვირაში დაბრუნდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ტრავმირებული ფორვარდი უეინ რუნი მოედანზე გასვლას 3 კვირის შემდეგ შეძლებს. The Guardian-ის ცნობით, ეგვიპტიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 28 წლის ინგლისელს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და მისი გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღიც ცნობილი გახდა.

მანჩესტერელთა მეგოლეს სამედიცინო შემოწმებები პერიოდულად ჩაუტარდება და არაა გამორიცხული, ფეხბურთელმა მოედანზე გასლა მოსალოდნელზე ადრე შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ რუნიმ დეკემბრის მიწურულს საზარდულის ტრავმა მიიღო და უქმადაა.

 

თეგებიუეინ რუნი
0.130444