ფეხბურთი

17:48 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუმინული წყარო: კაპეტანოსს თბილისის "დინამოს" ვარიანტიც ჰქონდა

რუმინულმა Stiridesport-მა და Adevarul-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბერძენ ფორვარდ პანტელის კაპეტანოსს თბილისის "დინამოში" გადასვლის ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა ახლა გერმანიის II ბუნდესლიგის ერთ-ერთი გუნდიდან აქვს შემოთავაზება.

კაპეტანოსი რუმინულ "კლუჟში" ირიცხება და როგორც იცით, ეს გუნდი ორიოდე კვირის წინ თბილისის "დინამოს" ამხანაგურში 0:0 ეთამაშა. 30 წლის ბერძენს "კლუჟიდან" უშვებენ, რადგან ნიგერიელი ფორვარდი ოგბუ დაიმატეს.

კაპეტანოსს 4 მატჩი ჩაუტარებია საბერძნეთის ნაკრებში, "კლუჟამდე" კი "ირაკლისში", აეკ-სა და "სტიაუაში" გამოდიოდა.


0.124277