ფეხბურთი

15:17 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუმინელთა სავარაუდო თერთმეტეული და ბურჩიანუს კომენტარი

რუმინული საიტების ვარაუდით, "სტიაუას" მწვრთნელი ლაურენტიუ რეგეკამპფი ასეთ თერთმეტეულს გაიყვანს მინდორზე: ტატარაშანუ - გეორგიევსკი, კირიკეში, შუკალა, ლატოვლევიჩი - ბურჩიანუ, პინტილი - პოპა, სტანკუ, ტანასე - ნიკოლიჩი. სადაც კი სავარუდოები წერია, ზუსტად ეს თერთმეტეულია.

"სტიაუა" დღეს დილით გამოფრინდა ბუქარესტიდან და უკვე თბილისშია, ხოლო საღამოს, 20:00 საათზე ვარჯიშს გამართავს, რომელიც საწყისი 15 წუთით იქნება ღია ჟურნალისტებისთვის.

გუშინ კი, რუმინეთის ჩემპიონის კაპიტანმა ბურჩიანუმ მოკლედ ისაუბრა თბილისის "დინამოსთან" მოახლოებულ მატჩზე. მან "დინამო" შეაქო და ძალიან კარგი გუნდი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ "სტიაუა" ფავორიტია, მშვენიერ ფორმაშია და ამ სეზონში რაღაც განსაკუთრებულს ელის.

ბურჩიანუ "სტიაუას" ფანებს გაუწყრა, რადგან რუმინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ("ჩაჰლაულთან" 2:1 მოგება) უსტვინეს. ბუქარესტელთა საყრდენი ნახევარმცველი ფიქრობს - გუნდი ამას არ იმსახურებდა, მითუმეტეს, ჩვენ ის თამაში მოვიგეთო.      

 

0.133777