ფეხბურთი

17:32 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: “ბარსელონა” მესის არასდროს გაყიდის”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსმისი კლუბი ლიონელ მესიში 250 მილიონი ევროს გადახდაზე თანახმაა.

ცოტა ხნის წინათ, ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იმ გუნდებს შორის, რომლებმაც “ბარსელონას”, მესის სანაცვლოდ, 250 მილიონი შესთავაზეს, “ბაიერნიცაა”. გასულ კვირაში, ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ მესი მიუნხენელთათვის შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა, მაგრამ რუმინეგე აცხადებს, რომ ამ ტრანსფერის საკითხი არც კი განიხილება.

“მესი? ეს უბრალოდ აბსურდია. მისი სატრანსფერო ფასი უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ ხავი მარტინესში გადავიხადეთ. მესის ყიდვას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ.

სანდრო როსელს ვიცნობ და ვიცი, რომ “ბარსელონა” მესის არასდროს გაყიდის. “ბარსელონაში” ის წმინდანია. მიმაჩნია, რომ თავად ლიონელისთვისაც კლუბში დარჩენა უკეთესია. ის ამ გუნდს იდეალურად ერგება.” – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Goal-ი.

0.131612