ფეხბურთი

22:45 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსიას სტროოტმანის დარჩენა სურს

ინგლისური პრესის ცნობით, მანჩესტერ “იუნაიტედის” მთავარი სამიზნე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “რომას” ჰოლანდიელი შემტევი კევინ სტროოტმანი იქნება.

სტროოტმანის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა “რომას” მთავარ მწვრთნელს რუდი გარსიას ჰკითხეს.

“სტროოტმანს ვყიდით? თქვენ უნდა ესაუბროთ კლუბის პრეზიდენტს, მას დაუსვით ეს კითხვა, ხოლო მე მსურს კევინი არ წავიდეს, რადგან უდაოდ ნიჭიერი მოთამაშე, უმაღლესი დონის ნახევარმცველია. მის მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ველი. იმედი მაქვს, 10 დეკემბერს “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრაში მოედანზე ვიხილავ,” – განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა.

კევინ სტროოტმანი ჯვარედინი იოგების ტრავმას მკურნალობს და მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გასულა. გასულ სეზონში რომაული კლუბის მაისურით 25 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და შეასრულა 6 საგოლე გადაცემა.

დიმა შარიქაძე

0.12322