ფეხბურთი

18:43 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია საფრანგეთის საუკეთესო მწვრთნელია

 

იტალიის “რომას” თავკაცი რუდი გარსია ავტორიტეტული ჟურნალის France Football-ის ვერსიით, საფრანგეთში 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ფრანგი სპეციალისტი “რომას” სათავეში მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაუდგა და 15 ტურის შემდეგ, დედაქალაქელებს იტალიის სერია A-ში მე-2 ადგილი უკავიათ. “რომა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც თამაში არ წაუგია.

49 წლის გარსია “რომაში” გადასვლამდე 5 წლის განმავლობაში “ლილს” ხელმძღვანელობდა, რომელსაც 2010-2011 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა და თასი. გამოკითხვაში გარსიამ საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავკაცს დიდიე დეშამსა და “სენტ-ეტიენის” თავკაცს კრისტოფ გალტიეს აჯობა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12222