ფეხბურთი

21:02 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: “ნაინგოლანისნაირ ფეხბურთელს ვეძებდით”

“რომას” მთავარი მწვრთელი რუდი გარსია გუნდის ახალწვეულს, რაჯა ნაინგოლანს აქებს და აცხადებს, რომ რომაელებს სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდებოდათ.

“ნაინგოლანი შესანიშნავი ფეხბურთელია. როდესაც მასთან კონტრაქტს ვაფორმებდით, შორსმიმავალი გეგმები გვქონდა.

ნაინგოლანს სათადარიგო ფეხბურთელად არ განხივილავთ. მას ძირითად შემადგენლობაში თამაშის პოტენციალი აქვს. მომავალში, როდესაც ის საკუთარ შესაძლებლობებს გააუმჯობესებს, გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდება.

რაჯას ერთი შეხებით თამაშის უნარი აქვს. ჩვენ სწორედ ასეთ ფეხბურთელს ვეძებდით.” – ციტირებს გარსიას სიტყვებს Goal-ი.

რაჯა ნაინგოლანი “კალიარიდან” რომაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, არენდით გადავიდა. რომაელებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ.

“ჯალოროსის” შემადგენლობაში ნაინგოლანმა 5 თამაში ჩაატარა, აქედან 4 სასტარტო შემადგენლობაში და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113421