ფეხბურთი

19:59 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: “მიყვარს, როდესაც მეტოქეს საქმეს ცვლილებებით ვურთულებ”

“რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია, “ვერონასთან” მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ აცხადებს, რომ მას ცვლილებების განხორციელებით მეტოქეებისთვის პრობლემების შექმნა უყვარს.

“ჩვენი თამაში მე-2 ტაიმში უფრო მომეწონა, ვიდრე პირველში. კარგია, რომ “იუვენტუსისა” და “ნაპოლის” ფეხის დაცდენით ვისარგებლეთ.

“ვერონასთან” მხოლოდ იმ ფეხბურთელების დახმარებით არ მოგვიგია, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. შეცვლაზე შესული მოთამაშეებიც დაგვეხმარნენ. მიყვარს, როდესაც მეტოქეს საქმეს ცვლილებებით ვურთულებ.

“იუვენტუსი”? ტურინელები ბრწყინვალე სეზონს ატარებენ, მაგრამ ვნახეთ, რომ ისინი დაუმარცხებელნი არ არიან. არ დაგავიწყდეთ, რომ მე-2 ტურში მათ ჩვენს მოედანზე ვეთამაშებით.” – ციტირებს გარსიას სიტყვებს Corriere dello Sport-ი.

0.113091