“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ხორდი როურა, ესპანეთის თასზე, “რეალთან” გასამართი დაპირისპირების წინ, მსაჯობის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ არბიტრმა უხეში თამაში არ უნდა დაუშვას.
“ვფიქრობ, ბევრს ახსოვს ესპანეთის თასის 2011 წლის ფინალი, როდესაც უნდიანო მალიენკომ ძალიან ბევრი უხეშობა არ დააფიქსირა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მოედანზე ფეხბურთელების უხეშობა თავიდანვე იქნება აღკვეთილი. ეს ხომ “ელ კლასიკოა”, რომელიც ძალიან ინტენსიურ რიტმში მიმდინარეობს.” – ციტირებს როურას სიტყვებს Goal-ი.