მსოფლიო რეიტინგსიის მეცხრე ნომერმა რიშარ გასკემ როტერდამის ABN AMRO World Tennis Tournament-ის მეოთხედფინალში გასვლა ვერ მოახერხა. 27 წლის ფრანგი კლასიფიკაციის გერმანელ 27-ე ნომერ ფილიპ კოლშრაიბერთან 5:7, 5:7 დამარცხდა.
შეხვედრა საათსა და 35 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში კოლშრაიბერმა 5 ბრეიკი და 6 ეისი შეასრულა. ფილიპის სამეოთხედფინალე მოწინააღმდეგეს მისი თანამემამულის მიხაელ ბერერისა და ჰოლანდიელი იგორ სისლინგის მატჩი გამოავლენს.