ფეხბურთი

12:58 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“როსტოვს” ანანიძის შენარჩუნება მომავალი სეზონისთვისაც სურს

საფეხბურთო კლუბ “როსტოვის”  ვიცეპრეზიდენტს ალექსანდრე შიკუნოვს ჯანო ანანიძის შენარჩუნება მომავალ სეზონშიც სურს.

ამის შესახებ მან გამოცემა “სოვეტსკი სპორტთან” საუბარში განაცხადა:

“ანანიძესთან დაკავშირებით ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, სპონსორებთან დაკავშირებით როგორი სიტუაცია იქნება. მე ძალიან მინდა, რომ ის “როსტოვისთვის” შევინარჩუნო. ჯანო საუცხოო ფეხბურთელია. მას მხოლოდ ხორცის შესხმა და მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. სიმართლე გითხრათ, ჩვენი ლიგა მას მაინც და მაინც არ “უხდება”. ვფიქრობ, ჰოლანდიის ჩემპიონატში სადაც უფრო მეტი თავისუფალი ზონებია, ჯანო უკვე ახლა ერთ-ერთი გამორჩეული იქნებოდა”.

- “ვიტესის” ქართველ მეპატრონეს მერაბ ჟორდანია არ უცდია ჯანოს შეძენა?

- მას ძალიან სურდა ჯანოს თავის გუნდში ხილვა. თუმცა, ამჟამად ჟორდანიას “ვიტესთან” შეხება აღარ აქვს და საკითხი უკვე დახურულია.

0.116646